პენელოპა კრუზთან შეხვედრა — თამო ვაშალომიძე კანის ფესტივალიდან ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ქართველი ინფლუენსერი და ბიზნესლედი თამო ვაშალომიძე კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ემოციურ ვიდეოებს აქვეყნებს.

„პენელოპა კრუზი ვნახე რეალში, შოკირებული ვარ“ — ამბობს თამო ვიდეოში და გამომწერებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

თამო ვაშალომიძეს საკუთარი ბიუთი-ბრენდი — Tamo Skin აქვს, რომელიც სახის მოვლისა და დეკორატიულ პროდუქციას აწარმოებს. ბრენდის ხაზში შედის სახის კრემები, გლოსები, ტუჩის მოვლის საშუალებები და სხვა სილამაზის პროდუქტები.ვაშალომიძე საკუთარ ბრენდს აქტიურად თავადვე უწევს პოპულარიზაციას — ხშირად იღებს ვიდეოებს პროდუქციის გამოყენებაზე, ბიუთი-რუტინებზე და გამომწერებს კანის მოვლის რჩევებსაც უზიარებს. სოციალურ ქსელებში მისი მთავარი აუდიტორია ახალგაზრდები და ბიუთი-ინდუსტრიით დაინტერესებული მომხმარებლები არიან.

რაც შეეხება კანის ფესტივალს, ჯერჯერობით ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, კონკრეტულად რა დანიშნულებით იმყოფებოდა თამო, თუმცა მისი ვიდეოებიდან ჩანს, რომ ესწრებოდა ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას.Penélope Cruz თავად კანის კინოფესტივალის ხშირი სტუმარია.


პენელოპა კრუზთან შეხვედრა — თამო ვაშალომიძე კანის ფესტივალიდან ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს